გერმანიის პარლამენტის არჩევნების დღეს, 26 სექტემბერს, ბერლინის საარჩევნო უბნებზე შექმნილი ქაოსის გამო, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ბერლინის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პეტრა მიხაელისმა. როგორც მან განაცხადა, პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე და ბერლინის სენატს სთხოვს, საარჩევნო კომისიის შემაჯემებლი სხდომის შემდეგ, რომელიც 14 ოქტომბერს ჩატარდება, დააკმაყოფილოს მისი განცხადება გადადგომის შესახებ. პეტრა მიხაელისი ბერლინის საარჩევნო კომისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.
ასევე ნახეთ არჩევნების წინასწარი შედეგებით, მერკელის ბლოკი სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდაკენჭისყრის დღეს, გერმანიის დედაქალაქის საარჩევნო უბნების ნაწილში სერიოზული პრობლემები იყო. მედიასაშუალებები იუწყებოდნენ ბიულეტენების ნაკლებობასა და ამომრჩეველთა ქაოსურ რიგებზე. მოქალაქეთა ნაწილმა ხმა მისცა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ნაწილმა კი, ამ უფლებით საერთოდ ვერ ისარგებლა.
Some Berlin residents had to wait hours to cast their ballots, with a few reportedly not voting until 8 p.m., two hours after polls had closed.https://t.co/a0XcwHTJkc
— DW News (@dwnews) September 29, 2021
ტელეკომპანია RBB-ს ინფორმაციით, დარღვევების გამო ბერლინის 100-მდე საარჩევნო უბანზე მიცემული 13 000-ზე მეტი ხმა გაუქმდა. ბერლინის სენატმა აღიარა, რომ კენჭისყრისას პრობლემები იყო, თუმცა, განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იკვეთება ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება.