ბერლინის პროცესზე მოწმემ ამოიცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული

ზელიმხან ხანგოშვილის ფოტო საპროტესტო პლაკატის ფონზე.

ხარკოველმა ბიზნესმენმა, რომელიც 26 ოქტომბერს მოწმის სახით ესწრებოდა ბერლინში გამართულ სასამართლო სხდომას, ამოიცნო რუსეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ეხება ბრალად.

როგორც სასამართლოს დარბაზიდან იტყობინება Deutsche Welle, 55 წლის ხარკოველმა ალექსანდრმა, განაცხადა, რომ ეს არის მისი მეუღლის ნათესავი ვადიმ ნიკოლაის ძე კ.

მოწმემ ივარაუდა, რომ ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების პოლკოვნიკია. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია.

ივლისის ბოლოს ალექსანდრმა უკვე მისცა ჩვენება ბერლინის სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. მაშინ მან განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მის წინაშე მისი მეუღლის ნათესავია. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მან აღიარა, რომ იცრუა, მისი თქმით, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.

ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის პარკში. რუსეთში ის ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ხანგოშვილი გერმანიაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი იმავე დღეს დააკავეს ბერლინში. ის აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ იძებნებოდა ინტერპოლის გზით.

ასევე ნახეთ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდა - ბრალდებულის ნათესავი
ასევე ნახეთ გერმანიის პროკურატურა რუსეთს ადანაშაულებს ხანგოშვილის მკვლელობაში
ასევე ნახეთ Bellingcat-ი: ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის მოქალაქე შესაძლოა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში ირიცხებოდა