ანა წითლიძე 2 პირთან ერთად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს საარჩევნო უბნიდან

"დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი", - ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, რომ ანა წითლიძე, ენმ-დან დამკვირვებელი ხათუნა შამუგია და კიდევ ერთი დამკვირვებელი თინათინ კაკაჩია პოლიციის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს ზუგდიდის 21-e უბნიდან, სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. თინათინ კაკაჩია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და დამკვირვებელია ორგანიზაციიდან "მწვანე დედამიწა".

თინათინ კაკაჩია ანა წითლიძეს პირადი წიგნაკის მოპარვაში ადანაშაულებს, რომელიც უბანზე შიგნით ჰქონდა თავის ჩანთაში ჩადებული. თავის მხრივ, ანა წითლიძე ამბობს, რომ წიგნაკი გარეთ დარჩა კაკაჩიას და ამის შემდეგ აიღო და მედიასთან ერთად დაათვალიერა. წითლიძის მტკიცებით, წიგნაკში არის საჯარო მოხელეებიც სია და ბუღალტრული მონაცემები თანხების ხარჯვაზე.

ასევე ნახეთ ISFED-მა სავარაუდო დარღვევის ათობით შემთხვევა აღრიცხა