განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2030 წლისთვის ზოგადი განათლების სფეროს განვითარებისთვის 2 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი, რაც, მისი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ განათლების სისტემის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.
მინისტრის თქმით, 2030 წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი 730 მილიონ ლარს მიაღწევს.
განათლების მინისტრმა მომავალ წელს დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას თქვა ისიც, რომ 2022 წელს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის საქართველოს მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს, რაც უზრუნველყოფს ობსერვატორიის სრულ მოწესრიგებას, ტელესკოპების აღდგენასა და ახალი ტელესკოპის შეძენას. აბასთუმანში ასევე შეიქმნება თანამედროვე მეცნიერების მუზეუმი.
ასევე ნახეთ
განათლების მინისტრი: 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვითასევე ნახეთ
განათლების მინისტრი: მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის 70%-ვაქცინირებულია