გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული რამაზ გერლიანი გამოჩნდა და კარგადაა.

ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებენ მისი ნათესავები და მეგობრები.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ერთი დღით ადრე "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა ფეისბუკით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.

ასევე ნახეთ მესამე დღე რამაზ გერლიანის გაუჩინარებიდან - რა არის ცნობილი