„გაბრიაძე პატარის პერსპექტივიდან იყურება, მაგრამ მასთან პატარა ადამიანი საწყალი არ არის. ის მაინც პოულობს ცხოვრებაში რაღაც ისეთს, რაც ამ ცხოვრების მიღების საშუალებას მისცემს. აგული ერისთავი ამის ნათელი მაგალითია, ადამიანმა გამოფენა შექმნა სასაფლაოზე.
რეზო გაბრიაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ქართულ კულტურაში გვყავს პიროვნებები, რომლებიც სრულიად არაკონვენციური გზით მიდიოდნენ. ფიროსმანი იყო ასეთი, ვაჟა-ფშაველა... გაბრიაძეც, გარკვეულწილად, ასეთია. მისი იუმორი არის ის, რასაც მამარდაშვილმა უკანონო სიხარულის ნიჭი დაარქვა, როცა, მიუხედავად სამყაროსა და ყოფის ტრაგიზმისა, ადამიანი ეთანხმება, იღებს სიცოცხლეს. ღვარძლიანი და სენტიმენტალური კი არ ხდება, არამედ პოულობს რაღაც ისეთს, რაც სიკეთეს გამოხატავს. მის პერსონაჟებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც ზღაპრის გმირებს ახასიათებთ. ეს არის მოუხელთებლობის, ხუთკუნჭულობისა და ნაცარქექიობის შიგნიდან მომდინარე სიკეთე, რომელიც სანთლით საძებარია დღევანდელ კულტურაში“, - ამბობს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე.
ასევე ნახეთ რეზო გაბრიაძე ჩიტებსა და ადამიანებზერეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი... არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებითაა გადაღებული: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“.
რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ ვინც 2021 წელს დაგვტოვა