საქართველოში დადასტურებულია "ომიკრონის" 147 შემთხვევა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 147 შემთხვევა.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ასევე ნახეთ „ომიკრონის“​ ცირკულაცია საქართველოშიც მატულობს - ამირან გამყრელიძე

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი კვლევებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

ასევე ნახეთ WHO: მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, "ომიკრონი" მაინც გამოიწვევს საავადმყოფოების გადატვირთვას