ოკუპირებულ აფხაზეთში პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში ტესტირებული 1169 პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 607-ს. ეს პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.

ასევე ნახეთ სოხუმში სკოლები დახურეს ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო

პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 42065 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 590 პაციენტი. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.