პოლონეთის პრეზიდენტი თბილისის აეროპორტში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება

ანდჟეი დუდა, სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება.

დუდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება და მასთან ერთად თბილისის აეროპორტში მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.