„თელმიკო“ აცხადებს, რომ იანვარში მართლაც გამოვლინდა დარიცხვების ზრდა

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ აცხადებს, რომ იანვარში აბონენტთა ნაწილის შემთხვევაში მართლაც გამოვლინდა გადასახადის დარიცხვების ზრდა, რასაც რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

  • ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;
  • ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;
  • საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;
  • იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

კომპანიაში ამბობენ, რომ წუხან მომხდარი ცვლილებებით შექმნილი უხერხულობის გამო.

ასევე ნახეთ

"თელმიკოს" მიერ დაანგარიშებულ გადასახადებს საგამოძიებო სამსახურიც შეამოწმებს

შპს „თელმიკოს“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიები ამოწმებენ, რაც გამოწვეულია თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით, ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო.

კომპანია მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის მათთან დაკავშირებას ურჩევს. ქოლ-ცენტრი (ნომრები 32 5 000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები - კვირაში 6 დღე.

ასევე ნახეთ

სემეკი "თელასისა" და "თელმიკოს" შემოწმებას იწყებს

„ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge, ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com/telmicoLTD“,- ნათქვამია „თელმიკოს“ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ვის გაეზარდა დენის გადასახადი 1 იანვრიდან და რატომ