CNN: კიევთან ახლოს, ვასილკოვში ორი მძლავრი აფეთქება მოხდა

ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომ ორი მძლავრი აფეთქება მოხდა კიევიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული.

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ პარასკევს ღამით ამ არეალში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. რუსული არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს უტევს - ბომბავს ჰაერიდან, იმართება შეტაკებები ხმელეთზეც, ქალაქებში, სადაც რუსეთის სამხედრო დესანტებია გადასხმული
ასევე ნახეთ ინტერვენციის მესამე დღე: უკრაინელთა ძლიერმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარების წინსვლა შეანელა
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. III დღე - განახლებადი ინფორმაცია
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. I დღე - განახლებადი ინფორმაცია