ფინეთი და ირლანდია უერთდებიან რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვას, მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯერ არ არის ცნობილი, როდიდან ამოქმედდება ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში აკრძალვა. ამ დროისთვის რუსული თვითმფრინავებისთვის ცა ჩაკეტეს ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანია, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
თავის მხრივ, ფრენებზე რუსეთიც აწესებს შეზღუდვებს რიგი ქვეყნებისთვის.
საჰაერო სივრცის შეზღუდვა რუსეთისთვის არის იმ სანქციების ნაწილი, რომელსაც მას დასავლეთი აკისრებს უკრაინის სამხედრო ინტერვენციისთვის.
ასევე ნახეთ თეთრი სახლი: გაიყინება რუსული კომპანიების და ოლიგარქების ქონება - იახტები, სასახლეებირუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა."