Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: გაიყინება რუსული კომპანიების და ოლიგარქების ქონება - იახტები, სასახლეები


ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

თეთრი სახლი ტვიტერით ავრცელებს განცხადებას შემდეგ ზომებზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იგეგმება.

"მომავალ კვირაში ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ძალას, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების ქონება - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით გაყინვასაც შევძლებთ" - წერს თეთრი სახლი.

იქვე აღნიშნულია, რომ განიხილება მოქალაქეობის გაყიდვის აკრძალვაც - ე.წ. "ოქროს პასპორტების", რომლებიც, განცხადების თანახმად, "რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ შეძლებულ რუსებს საშუალებას აძლევს გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები გახდნენ და ჩვენს ფინანსურ სისტემებთან მოიპოვონ წვდომა".

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეს უპრეცედენტო ნაბიჯები დაემატება იმ სწრაფ და მკაცრ ზომებს, რომლებიც ვაშინგტონმა მიმდინარე კვირაში თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მიიღო.

მანამდე, შაბათს, დასავლეთის ქვეყნებმა შეათანხმეს ბანკთაშორისი ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან რუსეთის იმ ბანკების გარიცხვა, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

სისტემიდან გარიცხული ბანკებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში და უცხოეთიდან ფინანსური ოპერაციების განხორციელება გართულდება - იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ სხვა საშუალებებით, მაგალითად, ფაქსით ან ტელეტაიპით.

უპრეცედენტო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ წესდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაიწყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს, გამთენიისას. რუსული არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს უტევს - ბომბავს ჰაერიდან, იმართება შეტაკებები ხმელეთზეც, ქალაქებში, სადაც რუსეთის სამხედრო დესანტებია გადასხმული

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

ინტერვენციის მესამე დღე: უკრაინელთა ძლიერმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარების წინსვლა შეანელა

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. III დღე - განახლებადი ინფორმაცია

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. II - III დღე - განახლებადი ინფორმაცია

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲜᲐᲮᲔᲗ

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. I დღე - განახლებადი ინფორმაცია

XS
SM
MD
LG