რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან თითქმის 27 თეთრზე მეტით გაუფასურდა.
ასევე ნახეთ საქართველოს მთელი საგარეო ვაჭრობის მეხუთედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის - ლევან დავითაშვილითუკი 24 თებერვალს დილას 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, ხვალიდან 3,2744 ლარი ეღირება.
დოლარი 3-ლარიან ნიშნულს, ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად, 4 თებერვალს ჩამოსცდა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა ეს ტრენდი არ დაურღვევია.
ამავე პერიოდში თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან.
თუკი 24 თებერვალს დილას 1 ევრო 3,4063 ლარი ღირდა, ხვალიდან 3,6035 ლარი ეღირება.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.