„როსკომნადზორის" განცხადებით, 4 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ფეისბუკზე" წვდომის დაბლოკვის შესახებ.
უწყების შეტყობინებაში ვკითხულობთ: „2020 წლის ოქტომბრიდან „ფეისბუკის" მხრიდან დაფიქსირდა რუსეთის მედიის და საინფორმაციო რესურსების დისკრიმინაციის 26 შემთხვევა. ბოლო დღეებში სოციალური ქსელზე წვდომა შეუზღუდეს შემდეგი ანგარიშებს: ტელეარხ „ზვეზდას", საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის", „სპუტნიკს", „რაშა თუდეის", საინფორმაციო რესურსს „ლენტა.რუ"-ს და „გაზეტა.რუ"-ს".
რუსეთის დუმამ 4 მარტს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ დაისჯება ყველა ის პირი და ორგანიზაცია, ვინც შეგნებულად გაავრცელებს „ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე.
ასევე ნახეთ როგორ აქრობენ რუსეთში დამოუკიდებელ მედიას