„ჰუმანიტარული დერეფნები ვოლნოვახიდან და მარიუპოლიდან კვირას დილით გაიხსნება“, - განაცხადა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა.
„დილით ისევ გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი მეთაურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასახლებების დაცვის პროცესზე, მის ქვეშევრდომებს მისცემენ ბრძანებას, განბლოკონ გასასვლელი, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეძლოს დატოვოს ტერიტორია“, - განაცხადა ბასურინმა ტელეკომპანია "Россия 24"-ის ეთერში.
ასევე ნახეთ "დუმილის რეჟიმი" დაირღვა - მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა5 მარტს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ „დუმილის რეჟიმის“ პირობებში ვერცერთმა სამოქალაქო პირმა ვერ შეძლო ტერიტორიების დატოვება, რაშიც უკრაინული მხარე დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ამ ქალაქების მოსახლეობას ნაციონალისტური ფორმირებები ცოცხალ ფარად იყენებდნენ. „ნაციონალისტურმა ბატალიონებმა დუმილის რეჟიმი გამოიყენეს გადაჯგუფებისა და პოზიციების გაძლიერებისთვის", -თქვა მან.
„რუსული მხარე არ იცავს „დუმილის რეჟიმს“ და განაგრძობს როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვას“, - საპირისპიროს იტყობინებოდა მარიუპოლის საკრებულო. უწყების ცნობით, ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.
Audio sent to us today from MSF%27s emergency coordinator Alex Wade - huge concerns on the situation in Mariupol, Ukraine."The city has been heavily shelled day and night for the last several days... supermarkets have been hit...there%27s no electricity, no heating...no water." pic.twitter.com/VpA58DXNy1
— Doctors w/o Borders (@MSF_USA) March 5, 2022
ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მარიუპოლში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებს.