რუსეთმა დროებით აკრძალა მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის ექსპორტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში. ამ ორგანიზაციაში რუსეთთან ერთად არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე 14 მარტს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, მარცვლეულის ექსპორტი შეზღუდული იქნება 2022 წლის 30 ივნისამდე. გარდა ამისა, რუსეთმა 31 აგვისტომდე აკრძალა სხვა ქვეყნებში შაქრის ექსპორტი.
მიშუსტინის დადგენილების თანახმად, გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ან საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების შემთხვევაში.
ასევე ნახეთ ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს ასევე ნახეთ ნავში რუსეთთან ერთად? - რუსული ბაზარი, ეკონომისტების შიშები და "ოცნების" იმედებირუსეთის პრემიერ-მინისტრის დადგენილება ექსპორტის დროებით შეწყვეტის შესახებ, ეფუძნება უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ „საგარეო შეზღუდვების პირობებში შიდა სასურსათო ბაზრის დასაცავად“ მიღებულ გადაწყვეტილებას.