დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი

ალექსანდრა კუვშინოვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად სოფელ გორენკაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა.

გერაშჩენკო, აგრეთვე, წერს ამერიკული ტელეარხის, Fox news-ის ფოტოგრაფის, პიერ ზაკრზევსკის დაღუპვის შესახებ. მასთან ერთად დაშავდა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაიღუპა „ფოქს ნიუსის“ ფოტოგრაფი პიერ ზაკრზევსკი
ასევე ნახეთ უკრაინაში Fox news-ის ჟურნალისტი დაშავდა 

13 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენტ რენო რუსეთის სამხედროების თავდასხმას ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ კიევთან მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი NYT-თან წარსულში თანამშრომლობდა

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს.