"ვარკეთილსა" და "სადგურის მოედანს" შორის მეტრომ მუშაობა განაახლა

ყველა იმ მეტროსადგურმა, რომლებიც ბოლო ორი საათის განმავლობაში მგზავრებს შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ იღებდა, მუშაობა განაახლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

"შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა", - აცხადებდნენ შეფერხების მიზეზების განმარტებისას სატრანსპორტო კომპანიაში.

მასალა არქივიდან "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე" მეტრო გაჩერებულია

მგზავრებს ვერ ემსახურებოდა 8 მეტროსადგური: "ვარკეთილი", "სამგორი", "ისანი", "300 არაგველი", "ავლაბარი", "თავისუფლების მოედანი", "რუსთაველი" და "მარჯანიშვილი".