ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობად შეაფასა საკარნავალო კოსტიუმების გამქირავებელი ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის, 9 მაისის აღსანიშნავად Z-იანი კოსტიუმების და სამხედრო ფორმის შეთავაზება.
უშიშროების კომიტეტი ამ ორგანიზაციებს მოუწოდებს, უარი თქვან მსგავსი კოსტიუმების გაქირავებაზე და მოქალაქეებსაც მიმართავს, Z-იანი კოსტიუმები არ ჩაიცვან 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე „უკვდავი პოლკი“. რუსეთში დაარსებული და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა "უკვდავი პოლკი" უკვე წლებია 9 მაისს, რუსეთის გარდა, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც მართავს მსვლელობებს "დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად".
ასევე ნახეთ კულება: Z ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულს და ათასობით მოკლულ უკრაინელსყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი ყველას აფრთხილებს, რომ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება კანონით ისჯება. როგორც კომიტეტის განცხადებიდან ირკვევა, გაფრთხილების საფუძველია საკარნავალო კოსტიუმების გამქირავებელთა მიერ, 9 მაისისთვის Z-იანი კოსტიუმების რეკლამირება სოციალურ ქსელებში და საზოგადოებაში ამ ფაქტის ცხარე განხილვა.
ასევე ნახეთ "ლელოს" ინიციატივაა, საქართველოში აიკრძალოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებიუკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რომელსაც კრემლი უწოდებს უკრაინის "დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის" მიზნით დაწყებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", რუსულმა პროპაგანდამ ლათინური ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. ეს ასოები გამოსახულია როგორც უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე, ასევე, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, აქსესუარებზე და ა.შ. რუსეთის მხარდასაჭერად ამ სიმბოლოების გამოყენება ევროპის არაერთმა ქვეყანამ უკვე აკრძალა.
ასევე ნახეთ გერმანიაში ათეულობით საქმეა აღძრული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლების გამო