დღეს, 18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში ერთად შეიტანეს ამ ორგანიზაციაში გაწევრების ოფიციალური განაცხადები.
გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დოკუმენტები ნატოს შტაბ-ბინაში გადასცეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა და შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნჰოფმა.
A historic day. Today, Finland and Sweden hand in letters expressing their countries’ interest to apply for #NATO membership to SG @jensstoltenberg. ⁰#FinlandNATO pic.twitter.com/5atdSykRmJ
— Finland at NATO (@FinMissionNATO) May 18, 2022
განაცხადების ოფიციალურად მიღების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა. "ეს კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს", - დაწერა ტვიტერზე იენს სტოლტენბერგმა.
Honoured to receive the applications for #Finland%27s & #Sweden%27s membership in #NATO. This is a good day at a critical time for our security. Your applications are an historic step. https://t.co/IH6Vj25FZK
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) May 18, 2022
ევროკავშირის წევრმა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. ალიანსში მათ მიღებას ნატოს 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე უარყოფითი პოზიცია აქვს თურქეთს. პრეზიდენტი ერდოანი უკმაყოფილოა ფინეთის და შვედეთის პოლიტიკით ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებებისადმი, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
ასევე ნახეთ ერდოანმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას ეწინააღმდეგებანატოში შესვლის შესახებ ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის კარგი ამბავი უწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. მან 17 მაისს ბრიუსელში განაცხადა, რომ ეს იქნება იმის საწინააღმდეგო, რისი მიღწევაც პრეზიდენტ პუტინს სურდა, რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების შეჩერებას ცდილობდა, დღეს კი, სრულიად საპირისპირო ხდება.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 16 მაისს განაცხადა, რომ ფინეთის და შვედეთის ხარჯზე ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან პრობლემა არ აქვს, თუმცა, ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოებას რუსეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება.