ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი

საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბრალი ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივლისს, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე ნახეთ აწყობილი ბიზნესიმპერია და 105 შვილის ოცნება - რატომ დაიჭირეს თურქი ბიზნესმენი ბათუმში?