დიდმა ბრიტანეთმა აშშ-თან შეათანხმა გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები М270. გაერთიანებული სამეფოს არმიის შეიარაღებაში არსებული ეს სარაკეტო სისტემა ამერიკული წარმოებისაა.
BBC-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს სამ ასეთ სისტემას. მისი მოქმედების არეალი დაახლოებით 80 კილომეტრია.
როგორც BBC წერს, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის განცხადებისა, რომ თუ დასავლეთი კიევს გადასცემს შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღებას, რუსეთი ამას უპასუხებს უკრაინაში ახალ სამიზნეებზე დარტყმებით.
ასევე ნახეთ პუტინი იმუქრება, რომ დასავლეთის იარაღის გამო უკრაინაში ახალ სამიზნეებს შეუტევსასევე ნახეთ უკრაინის რკინიგზა უარყოფს რუსეთის მტკიცებას კიევში ევროპული ჯავშანტექნიკის განადგურებაზე
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა იცვლებოდეს რუსეთის ტაქტიკის შეცვლის გათვალისწინებით და დღეს, უკრაინას თავის დასაცავად სწორედ სარაკეტო სისტემები სჭირდება.
ასევე ნახეთ ცნობილია, კონკრეტულად რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-ისგან
1 ივნისს, აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც პირველად მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსაც. უკრაინა ამ ტიპის შეიარაღებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".