Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი იმუქრება, რომ დასავლეთის იარაღის გამო უკრაინაში ახალ სამიზნეებს შეუტევს


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ უკრაინაში "დარტყმებს განახორციელებს იმ სამიზნეებზე, რომლებიც აქამდე ჰქონდა", თუ დასავლეთი კიევს გრძელი რადიუსის იარაღს მიაწვდის.

სახელმწიფო ტელეკომპანია Rossia-1-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა 5 ივნისს თქვა, რომ უკრაინისთვის დასავლეთის შეიარაღების მიწოდების შესახებ "მითქმა-მოთქმა" მიზნად ემსახურება კონფლიქტის გაჭიანურებას. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რა ახალ სამიზნეებს შეიძლება შეუტიოს რუსეთმა.

მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი 24 თებერვალს დაიწყო. ბრძოლებში, რომლებიც უკვე 100-ზე მეტი დღეა გრძელდება, დაიღუპა ათასობით ადამიანი, საცხოვრებელი დატოვა მილიონობით პირმა.

რუსეთს ბევრი ინფორმაცია არ გაუვრცელებია კონფლიქტში საკუთარ დანაკარგებზე, მაგრამ დასავლეთის და უკრაინის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დანაკარგი ბევრად მეტია, ვიდრე მოსკოვი პირველ ეტაპზე ელოდა.

უკრაინას სურს მიიღოს მაღალტექნოლოგიური ნაღმმტყორცნების სისტემები, მაგალითად, M270 და M142 HIMARS-ი, რათა რუსეთის ძალებს ფრონტის უკანა ხაზიდან შეუტიოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში თქვა, რომ უკრაინას მიაწვდის HIMARS-ის სისტემას, თუკი ისინი გამოყენებული არ იქნება რუსეთის შიგნით სამიზნეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG