ბოლო ერთ წელში საქართველოში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა

ფოტოილუსტრაცია

ბოლო ერთ წელში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა - 2022 წლის ივნისის გასული წლის იმავე პერიოდთან დადარებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას, საქსტატი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით, ფასები მხოლოდ 0,2 პროცენტით არის გაზრდილი.

ასევე ნახეთ საქსტატი: მაისში საქართველოს ეკონომიკა 11,6%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის მანძილზე ფასები გაიზარდა:

  • სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 21,8 პროცენტით;
  • ტრანსპორტზე - 19,4 პროცენტით;
  • საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე, აირზე - 13 პროცენტით.

2022 წლის მაისში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო. წლიურად 10 პროცენტიანი ინფლაციის ნიშნულს, საქართველო 2021 წლის ივლისის შემდეგ გადასცდა.

წლიური ინფლაცია თვეების მიხედვით