Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატი: მაისში საქართველოს ეკონომიკა 11,6%-ით გაიზარდა


ფოტოილუსტრაცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის მაისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 11,2 პროცენტია.

"2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა", - წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2022 წლის მაისში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო. წლიურად 10 პროცენტიანი ინფლაციის ნიშნულს, საქართველო 2021 წლის ივლისის შემდეგ გადასცდა.

საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG