აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი.
„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა პუნქტების იგნორირებით? სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“,- წერს იან კელი ტვიტერზე.
Why is the PM writing the EU Pres on behalf of his country’s richest man, ignoring the EU’s other points on needed reforms? If nothing else, it shows that his priority is to put one very rich man’s interests before those of his country. https://t.co/pt4toHEY2m
— Ian Kelly (@ikelly731) July 18, 2022
9 ივნისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ურზულა ფონ დერ ლაიენს: ჩემი თხოვნაა, კომისია გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის პერსონიფიკაციასღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.
ამასთან ამბობს, რომ მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.