სამხარაძის მოსაზრებით ჰარცელს უკეთ მუშაობა შეეძლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთერთბატა კომიტეტის თავმჯდომარე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ „მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“

სამხარაძეს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადების კომენტირება სთხოვეს, რომლის თანახმადაც „კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა“.

სხვა ადამიანების კომნეტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია, რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, - განაცხდა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის წინ. მისივე სიტყვებით ამ შეეხება ზოგი ევროპარლამნეტარის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის თემასაც.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

ასევე ნახეთ კობახიძე: ჰარცელს მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა EU-სთან ურთიერთობის დროს

15 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრაზე "ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა".

24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოსახლეობას ემშვიდობება: მომავალ შეხვედრამდე

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.