დავით ზალკალიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს

ვაშინგტონი. საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე.

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს. როგორც საქართველოს საელჩო იუწყება, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს მზაობა აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და 2008 წლის მე-14 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება.

„ამერიკული მხარე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ისტორიულ შეხვედრას თბილისში", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ელჩმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით.

დერეკ შოლე საქარტველოში ვიზითი მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ ინტერვიუ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან