ნიკა მელია: გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია

ნიკა მელია, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20%-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში. და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით. ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში...

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!" - თქვა მელიამ.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას
ასევე ნახეთ პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: რუსი სამხედროები ვიზის გარეშე დგანან საქართველოს ტერიტორიაზე
ასევე ნახეთ გიორგი გახარია: ომი დაიწყო მაშინ, როცა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.