რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავი იწვის

საილუსტრაციო ფოტო: აფეთქება ბელგოროდის რეგიონში

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონის სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

ამის თაობაზე იტყობინება ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ით: "საბრძოლო მასალის საწყობი დაიწვა სოფელ ტიმონოვოს მახლობლად, ვალუისკის რაიონში. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის", - წერს გლადკოვი.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. სოფლების ტიმონოვოსა და სოლოტის მცხოვრებლები უსაფრთხო მანძილზე არიან ევაკუირებული.

ასევე ნახეთ აფეთქებები უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში: დაიღუპა 3 ადამიანი, დაზიანდა 40-მდე შენობა