Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში: დაიღუპა 3 ადამიანი, დაზიანდა 40-მდე შენობა


ფოტოილუსტრაცია: აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი ბელგოროდში. 2022 წლის აპრილი.
ფოტოილუსტრაცია: აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი ბელგოროდში. 2022 წლის აპრილი.

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ, თუმცა არ დააზუსტა, რა მოხდა.

გლადკოვის თქმით, ბელგოროდში ნაწილობრივ დაინგრა 11 საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი, მთლიანად განადგურდა 5 კერძო სახლი. 3 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გლადკოვის თანახმად, დაშავებულთა შორის არიან მძიმედ დაჭრილი მამაკაცი და 10 წლის ბავშვი.

მედია და თვითმხილველები ადრე იტყობინებოდნენ უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში აფეთქებების და საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვარაუდი როგორც საჰაერო თავდაცვის წვრთნების, ასევე უკრაინის ტერიტორიიდან საზღვართან მდებარე ქალაქის დაბომბვის შესახებ.

XS
SM
MD
LG