"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. NDI-ის კვლევა დღეს, 16 სექტემბერს გახდა მედიისთვის ხელმისაწვდომი.
- თუკი, პროდასავლურების მომხრეთა წილი 12-14 პროცენტს შორის მერყეობდა, წელს - 47 პროცენტამდეა გაზრდილი;
- კვლავ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ "ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან", თუმცა მათი წილი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია;
- წელს კიდევ უფრო შემცირდა და 2 პროცენტამდე დაეცა "პრორუსული" პოლიტიკის მომხრეთა წილი.
NDI-ის კვლევა
ამავე კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
გამოკითხვა ჩატარებულია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო - ანუ დაპირება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მისცემენ, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში.
ასევე ნახეთ
NDI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთაასევე ნახეთ
NDI: მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენკვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.