ზურაბიშვილი გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთის შესაძლო გეგმები, რომლებიც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რუსეთი მიერ ანექსირებულ ყირიმში მობილიზაციის დაწყების შესახებ.

„ვგმობ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადების გეგმებს, როგორც ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას", - წერს ტვიტერზე ზურაბიშვილი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ უკანონო მობილიზაცია დაიყო.

ასევე ნახეთ ვერეშჩუკი საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარონ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ათასობით მამაკაცი. კილომეტრიანი რიგებია რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზე.