რუსეთის სამხედრო ძალებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რეზნიჩენკოს ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 3 რაკეტა გაანადგურეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, საარტილერიო შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერჯერობით არ ასახელებს.
ასევე ნახეთ კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიესდღეს დილით შეტევა განხორციელდა კიევის ცენტრზეც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, რუსმა სამხედროებმა კიევის შევჩენკოს რაიონს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.