ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 2000 ლარამდე გაიზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2023 წლის იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ორმაგდება. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სახელმწიფო 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარს გადაიხდის.

"ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური... გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში... სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%.

"მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა - იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება. მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებში 70 მლნ ლარი დაიხარჯება