კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა

ვიტალი კლიჩკო, კიევის მერი

18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება.

"გათბობის მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას.

ასევე ნახეთ კიევის ოლქის 50% შუქის გარეშე რჩება: საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია


პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთაგან 37 საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით განადგურდა. ამის შედეგად გამოწვეულმა ელექტროენერგიის გადაუდებელმა გათიშვამ, უკრაინის დედაქალაქში წყალმომარაგებისა და თბომომარაგების სისტემების მუშაობის შეფერხება გამოიწვია.