Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ოლქის 50% შუქის გარეშე რჩება: საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია


კიევის ოლქში ბევრი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი კვლავ უშუქოდ რჩება
კიევის ოლქში ბევრი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი კვლავ უშუქოდ რჩება

კიევის რეგიონის დაახლოებით ნახევარი ახლა ელექტროენერგიის გარეშეა, -განაცხადა 17 დეკემბერს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსეი კულებამ.

"კიევის რეგიონში გუშინდელი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამინდის პირობები ართულებს პროცესს - თოვლიანი წვიმა იწვევს გადამცემი ხაზებს გაყინვას და წყვეტას. ამასთან, ენერგეტიკოსები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. Ukrenergo-ს გადაწყვეტილებით, კიევის რეგიონში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვა გრძელდება. რეგიონის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა", - წერს იგი ტელეგრამის არხში.

16 დეკემბერს რუსულმა ჯარებმა ათობით რაკეტა ესროლეს უკრაინას, თავს დაესხნენ მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ ენერგეტიკულ ქსელს, რამაც შექმნა პრობლემები წყლის, სითბოს და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.

კიევის სამ რაიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ 16 დეკემბერს, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. კიევის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში 40-მდე რსული რაკეტა იქნა აღმოჩენილი, საიდანაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 37-ი რაკეტა გაანადგურეს.

როგორც კომპანია „უკრენერგო“ აღინიშნავს, ეს იყო მეცხრე თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე, რომლის შედეგად, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურმა რეგიონებმა ელექტრომომარაგების მხრივ უდიდესი ზარალი განიცადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG