საქართველოს ყველაზე დიდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავები ვერ სხდებიან. როგორც რადიო თავისუფლებას აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, მიზეზი ნისლია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა შეექმნა ხუთამდე ფრენას - დუბაიდან გამოფრენილი flydubai-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი ამ დრომდე დაფრინავს თბილისის თავზე, მეორე კი ბაქოში დაჯდა. ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭმა მიიღო, სტამბოლიდან და ბაქოდან კი თბილისში ნისლის გამო თვითმფრინავები ჯერ არ გამოფრენილან.
დუბაი-თბილისის რეისი
აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების მიღებისთვის ამინდის გაუმჯობესებაა საჭირო.