თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების ნაწილმა დაჯდომა შეძლო. ხუთამდე ავიახომალდი ნისლის გამო ვერ ახერხებდა საქართველოს ყველაზე დიდ აეროპორტში მგზავრების ჩამოყვანას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე უკვე მიიღეს flydubai-ის ორი და AirArabia-ს ერთი თვითმფრინავი.
ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა ვერცერთი თვითმფრინავი.