შეფერხების შემდეგ თბილისში თვითმფრინავებმა დასხდომა შეძლეს

ფოტო flightradar24-ის ვებგვერდიდან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების ნაწილმა დაჯდომა შეძლო. ხუთამდე ავიახომალდი ნისლის გამო ვერ ახერხებდა საქართველოს ყველაზე დიდ აეროპორტში მგზავრების ჩამოყვანას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე უკვე მიიღეს flydubai-ის ორი და AirArabia-ს ერთი თვითმფრინავი.

ასევე ნახეთ ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა ვერცერთი თვითმფრინავი.