Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

განახლება: მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ თბილისის აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას ისევ აგრძელებს.

საქართველოს ყველაზე დიდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავები ვერ სხდებიან. როგორც რადიო თავისუფლებას აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, მიზეზი ნისლია.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა შეექმნა ხუთამდე ფრენას - დუბაიდან გამოფრენილი flydubai-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი ამ დრომდე დაფრინავს თბილისის თავზე, მეორე კი ბაქოში დაჯდა. ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭმა მიიღო, სტამბოლიდან და ბაქოდან კი თბილისში ნისლის გამო თვითმფრინავები ჯერ არ გამოფრენილან.

დუბაი-თბილისის რეისი
დუბაი-თბილისის რეისი

აეროპორტში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების მიღებისთვის ამინდის გაუმჯობესებაა საჭირო.

XS
SM
MD
LG