ლევან ხაბეიშვილი: მეორე ტური არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასაკარგი დრო არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 28 იანვრის 18:00 საათისთვის შიდაპარტიულ არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა დააფიქსირა არჩევანი. „მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი მეორე ტური არ იქნება, ამ პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი დავკარგეთ“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა და დარჩენილ 49%-ს მოუწოდა, „სასწრაფოდ მისცენ ხმა და ცვლილებების თანამონაწილენი გახდნენ“.

ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა 9363-მა ადამიანმა მიიღო - ხმის უფლება 49 638 ამომრჩეველს აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.