ქალის მკვლელობის ბრალდებით ხობში ერთი პირი დააკავეს

ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში 45 წლის ქალის ცხედარი დღეს, 13 თებერვალს იპოვეს. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. დაღუპული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის მკვიდრია. ვრცელდება ცნობები, რომ ქალებს შორის დაპირისპირება იყო გარკვეული თანხის გამო.

ასევე ნახეთ ხობის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს