Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხობის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს


სოფელი ხამისკური.
სოფელი ხამისკური.

ქალის ცხედარი იპოვეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში. თვითმხილველების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ხობის მერის წარმომადგენელმა სოფელ ხამისკურში ირაკლი კუკავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. „სხვა დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია“, - თქვა მან.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

XS
SM
MD
LG