ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: როგორ მოგმართოთ, "სპიკერო" თუ "აგენტო", როგორ გირჩევნიათ?

ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრმა პარტია "ლელოდან", ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს "დამსახურებული აგენტი" უწოდა. სწორედ ასე მიმართა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მაშინ, როცა საუბრობდა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ინიცირებულ კანონპროექტზე, რომლითაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაცია მოუწევთ.

ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს შეახსენა, რომ მმართველ პარტიაში გაწევრიანებამდე ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, რომელსაც "ხალხის ძალის" კანონპროექტით აგენტად რეგისტრაცია მოუწევს.

ასევე ნახეთ დიმიტრი ხუნდაძე: ომმა ყველაფერი კარგად წარმოაჩინა... ევროპა შეცდომას შეცდომაზე უშვებს

"როგორ მოგმართოთ, ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო, როგორ გირჩევნიათ? მაშინ ყოფილი დამსახურებული აგენტი, ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ...

თქვენ კარგად იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი, ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები...

უკვე ხვდებით, რომ ამ კანონზე ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელისა და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონზე, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს - იმ წარსულს, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვიდრე "ქართულ ოცნებაში" გადმობარგების შემდეგ აკეთებთ", - თქვა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

მან პარტია "ქართული ოცნების" წევრებს, რომლებიც პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს ციხეში წამებაზე საუბრობდნენ, შეახსენა, რომ ერთ-ერთი საქმის მოგება სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებულმა ყოფილმა პატიმარმა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შეძლო.

ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ გლდანის ციხეში წამების საქმეზე დარღვევა დაადგინა

"ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომლებსაც თქვენ ახლა უპირებთ უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი "ტიტუშკები". აი, ეს არის თვენი სცენარი.

თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონო შალვა, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლებისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხებს, სხვათა შორის, და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ." - თქვა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ასევე ნახეთ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 300-ზე მეტი NGO-სა და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე
ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, „ოცნება" მხარს დაუჭერს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტს