„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ანი წითლიძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ. როგორც წითლიძე აღნიშნავს, „გავრილოვის ღამეს" ასე დასაჭერად ნიკა მელია გაწირა ყველამ, ვინც წერდა, რომ მის "მოწოდებას მოჰყვა თურმე ამბავი".
„შეეშვით სისულელეებს! „ქოცური" მესიჯია ეგ „ქოცის "გარდა სხვას დააბრალო ახლა რაც ხდება რუსთაველზე.
„გავრილოვის ღამეს" ასე მელია გაწირეთ ყველამ დასაჭერად ვინც წერდით რომ მელიას მოწოდებას მოყვა თურმე ამბავი თვალები რომ დაგვთხარეს.
იგივეს აკეთებთ ახლა ვაშაძეზე!
ამ ხალხს ვერ მართავს ვერავინ!
და ვერც ვერავინ აკონტროლებს!
გამოეთრიეთ და თვითონ ნახეთ ეს გაზით მოწამლული ახალგაზრდები აბა თუ გააკავოთ ან ვინმეს დაუჯერონ.
ბიძინაზე გაბრაზდით!
მაშველი რგოლი ხართ და სასარგებლო იდიოტები ვინც მაგას წერთ და აყევით!" - დაწერა წითლიძემ.
8 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა, ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეა - 7 მარტს აქციის დროს დაპირისპირების გამო, დღეს პარლამენტის შენობა დაიკეტა და იქ აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც კი არ უშვებდნენ. შენობაში, ძირითადად, მხოლოდ საპოლიციო ძალები იყვნენ.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საპოლიციო ძალებმა კი გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი. ყოფილი სახალხო დამცველის განცხადება სწორედ ამ გარემოებას უნდა უკავშირდებოდეს.
"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა... ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - დაწერა ნინო ლომჯარიამ ფეისბუკში.
ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია: გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეაგიორგი ვაშაძემ ლომჯარიას ბრალდებას უსამართლო უწოდა.
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას უსამართლოს უწოდებსბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.
ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.