ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა და ლიეტუვის ხალხი თანმიმდევრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებას. მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ურთიერთობა გააღრმაოს ნატოსთან.
"გავაძლიერებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები“ გარე ძალების ჩარევის გარეშე, "ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
„გილოცავთ პრეზიდენტო და თქვენს ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არის მოკლე და მარტივი. „ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა, ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის", - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
გიტანას ნაუსედას სწამს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გახდება საქართველოს მთავრობის მაკონსოლიდირებელი, რეფორმების განსახორციელებლად.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ საქართველო მისი სამიზნე გახდესლიეტუვის პრეზიდენტის სიტყვებით, „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო სექტორზე არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას“.
ნაუსედას თანახმად, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის თემა იყო რუსეთის ომი უკრაინაში, რომელიც იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაშიც. "ლიეტუვა უკრაინის თანმიმდევრული და მტკიცე მხარდამჭერია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია „აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, ეს ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.