პრემიერი: მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება EU-ს კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

კიშინიოვი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე

მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ღონისძიების შემდეგ მან ტვიტერის ანგარიშზე დაწერა, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად.

კიშინიოვი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტი

„მონაწილეობა მივიღე მოლდოვის რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მეორე სამიტზე, ილაპარაკებს საქართველოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივაზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სამიტის დაწყების წინ.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ