შოთა თუთბერიძე: 20-მდე პოლიციელმა უკანონოდ გამიტაცა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოჰყვა პარლამენტის წინ თავისი დაკავების დეტალებს. „ეს არ იყო დაკავება, ეს იყო თავდასხმა ჩემზე, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“, - თქვა მან.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ღიად ებრძვის პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის „ნაგულისხმებ პროტესტსაც“. „მე ვფიქრობ, რომ ყველა გონებაგახსნილი ადამიანის ცნობიერებაში წითელი განგაშის ნათურა უნდა ჩაირთოს“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ასევე ნახეთ პოლიციამ GDI-ს თავმჯდომარე პარლამენტთან ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავა

შოთა თუთბერიძე 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ირა*ლი“. დაკავებულია კიდევ რამდენიმე აქტივისტი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, დაკავება მოხდა „სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით“.

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა